რუსეთის ბაზრიდან ტანსაცმლის მწარმოებელი მსხვილი ჯგუფი LPP Group-ი გავიდა. ამის შესახებ ბრენდი განცხადებას ავრცელებს.
პოლონური ჯგუფი, რომელიც ფლობს ბრენდებს Reserved, Cropp, House, Mohito და Sinsay, რუსეთში ყველა მაღაზიის დახურვის შესახებ აცხადებს.
კომპანიის განცცხადებაში ნათქვამია, რომ რითეილერმა 29 მარტს ყველა ოპერაცია დაასრულა და მარაზიები დაკეტა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ LPP Group-მა რუსეთში პროდუქციის მიწოდება შეაჩერა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს